რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?

რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?

სამოქალაქო პლატფორის - "ახალი საქართველო" და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობის 4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ია მაქაცარია-ჩხაიძის წლიური შემოსავალი 66 425 ლარი იყო.

გასული წლის 27 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ფლობს - 203.10 კვადრატული მეტრისა და 114.60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინებს თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 67.40 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართსა და 18 კვ. მეტრის ავტოფარეხს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი "იაგუარი".

დეკლარაციის შევსების მომენტში მაქაცარიას "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 2 993.93 ლარი; "ვითიბი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 218 ლარი; "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე - 82.80 დოლარი; "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი 10 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ია მაქაცარიამ 2016 წელს 41 800 ლარად გაყიდა ავტომანქანა და ახალი ავტომობილი 159 615 ლარად შეიძინა. ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მაქაცარია შპს

"ქართული სულის" პარტნიორია, თუმცა საწარმოს საქმიანობით წინა წელს შემოსავალი არ მიუღია.

განაგრძეთ კითხვა

"სააკაშვილის გარეშე ვერ ვერევით ივანიშვილს, მარტო სააკაშვილი ვერ ერევა ივანიშვილს" - დავით ბერძენიშვილი

კახა კალაძე "სირცხვილის კორიდორზე" - ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"