ლევან ბერძენიშვილი - ძალიან კარგია, რომ დავით უსუფაშვილი ბრუნდება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, მე ვერ გავიგე

ლევან ბერძენიშვილი - ძალიან კარგია, რომ დავით უსუფაშვილი ბრუნდება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, მე ვერ გავიგე

ძალიან კარგია, რომ დავით უსუფაშვილი ბრუნდება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, მე ვერ გავიგე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

ბერძენიშვილის შეფასებით, დავით უსუფაშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია ბუნდოვანი იყო.

„მან თქვა, რომ ახალი პარტია შეიქმნება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. არ ვიცით, ვინ იქნება პარტიაში, რა იქნება... ფაქტობრივად, მას არაფერი შესაფასებელი არ უთქვამს. პოლიტიკაში მოსვლას ვერავის დავუშლით, მით უმეტეს, ასეთ გამოცდილ კაცს. ძალიან კარგია, რომ ბრუნდება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, მე ვერ გავიგე, მათ შორის, ვერც გუნდის შექმნის საკითხზე და საერთოდ, ცოტა ბუნდოვანი პრესკონფერენცია იყო“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა დღეს ახლებური, ცენტრისტული პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა. პარტიის შემადგენლობას უსუფაშვილი საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."