ეკა ბესელია - მოსამართლის შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივამ არაჯანსაღი საჯარო დისკუსია გამოიწვია

ეკა ბესელია - მოსამართლის შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივამ არაჯანსაღი საჯარო დისკუსია გამოიწვია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკე ბესელია მიიჩნევს, რომ მოსამართლის შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივამ არაჯანსაღი საჯარო დისკუსია გამოიწვია.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული კონვენცია და თავად სასამართლო პრაქტიკა იცავს.

ბესელიას თქმით, გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი.

"არავინ აპირებს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს იმაზე მეტად, რაზეც თავად ევროკონვენციაშია დათქმა. აქ საუბარია, არა კრიტიკის დაუშვებლობაზე, არამედ სასამართლოზე ზეწოლის, ან სასამართლოს მიმართ დაუშვებელი და კანონის მიღმა განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტებზე რეაგირების თაობაზე. კანონი ამას ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, პრაქტიკაც არსებობს.

სასამართლო კორპუსი დღეს საუბრობს, რომ დასაშვებ ზღვარს სცდება ის შეურაცხყოფები, რაც არის კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. ისინი ამ დისკუსიას საჯაროს ხდიან და ეს საუბარი არ არის ცუდი პროცესი. ეს შეიძლება დაეხმაროს სწორედ, რეფორმის პროცესში მყოფ მართლმსაჯულებას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები იყოს დამკვიდრებული მყარად და კარგად, და მეორე მხრივ, დავიცვათ სასამართლო იმ ტიპის ზეწოლებისა და შეურაცხყოფებისგან, რომელიც სცილდება გამოხატვის თავისუფლებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."