პარლამენტარებმა 4 თვეში 5 მილიონი აიღეს - რომელ დეპუტატებს აქვთ ყველაზე მაღალი ანაზღაურება

პარლამენტარებმა 4 თვეში 5 მილიონი აიღეს - რომელ დეპუტატებს აქვთ ყველაზე მაღალი ანაზღაურება

მთავრობის მიერ ხარჯების შესამცირებლად გამოცხადებუ­ლი საყოველთაო ოპტიმიზაციისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პარალელურად, ბიუჯეტის ხარჯზე პრემია­-დანამატების გაცემა კვლავ გრძელდება. "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოსა" და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" კვლევის საგანი ამჯერად საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლებისთვის გაცემული­ სარგო, პრემია-დანამატები და საწვავის ხარჯები გახდა.

საინტერესოა, რომ ხელფასის გარდა, გასულ ოთხ თვეში პრემია-დანამატი სხვადასხვა რაოდენობით უკლებლივ ყველა პარლამენტარმა აიღო. მკვლევარების მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო­ ინფორმაციით ირკვევა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართ­ველოს პარლამენტის დეპუტა­ტებს ხელფასის სახით მიეცათ­ 3.039.081 ლარი, საიდანაც დანამატი 1.839.281 ლარია.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ პარლამენტარები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ირმა ინაშვ­ილი,­ დავით ბაქრაძე, სერგი­ კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ზვიად ძიძიგური, რომან გოცირიძე, ილია ნაკაშიძე. თითოეული მათგანის შემოსავალმა აღნიშნულ პერიოდში 23 ათას ლარს გადააჭარბა.

ლევან ხაბეიშვილი, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერი: "ჩვენი კვლევით გამოირკვა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 100 დღის განმავლობაში 120 პარლამენტარი არც ერთი კანონპ­როექტის ინიციატორი არ ყოფილა. ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ათი პარლამენტარიდან თითო ინიციატივა წამოაყენა მხოლოდ სამმა (ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, რომან გოცირიძე), რაც შეეხება დანარჩენ შვიდს (თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ზვიად ძიძიგური და ილია ნაკაშიძე), მათ 100 დღის განმავლობაში საკანონმდებ­ლო ინიციატივა არ შემოუთავაზებიათ.

ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფ­ორმაციით ირკვევა, რომ პარლამენტის აპარატის 17-მა თანამდებობის პირმა ოთხ თვეში, სახელფასო ანაზღაურების სახით, მიიღო 283.997 ლარი (აქედან დანამატი და პრემია 165.917 ლარია). როგორც პარლამენტარების შემთხვევაში, აქაც პრემია-დანამატი შეადგენს სახელფასო დანახარჯის თითქმის 60%-ს. ოთხ თვეში პარლამენტის აპარატის დანარჩენი თანამშრომლებისთვის სახელფასო ანაზღაურების სახით გაცემულია 4.838.175 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგო 1.990.673 ლარია, დანამატი - 2.314.020 ლარი, პრემია - 533.480 ლარი.

გამოდის, რომ საქართველოს­ პარლამენტის დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და თანამდებობის პირებმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მხოლოდ პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს განაგრძეთ კითხვ

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."