გია ხუხაშვილი - ადამიანი სახელმწიფოს მეთაურზე რომ იტყვის, პოლიტიკაში რატომ ერევაო, ის ჯანსაღია?!

გია ხუხაშვილი - ადამიანი სახელმწიფოს მეთაურზე რომ იტყვის, პოლიტიკაში რატომ ერევაო, ის ჯანსაღია?!

ადამიანი სახელმწიფოს მეთაურზე რომ იტყვის, პოლიტიკაში რატომ ერევაო, ის ჯანსაღია?!, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა Palitranews-ის გადაცემა "360 გრადუსში", პრეზიდენტ მარგველაშვილის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის პასუხად განაცხადა.

ხუხაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი თავისი მოცემულობით არის პოლიტიკოსი, მაგრამ ის არ არის პარტიულ პოლიტიკაში და პარტიებთან არანაირ კონსულტაციებს არ აწარმოებს.

"ეს ადამიანი (ირაკლი კობახიძე) არის პარანოიდალური. სახიფათოა, რომ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანები არიან - ავითარებს რაღაც შეთქმულების თეორიებს და სრულ ისტერიკაშია. პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვების შერჩევაც კი არ შეუძლია, ამბობს, რომ იტყუება პრეზიდენტი... მითხარით, ვინმეს ახსოვს პრეზიდენტის მხრიდან რაიმე უპასუხისმგებლო გამონათქვამი სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის და მისი წარმომადგენლის მიმართ?! თვითონ უტევენ, მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ და მერე აქეთ ედავებიან: აი, ჩვენ გვიტევსო, ხალხს რატომ ხვდება და რა პროცესს აწარმოებსო ...", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."