ირაკლი კობახიძე - მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტში აგრესიის ხარისხი შევამციროთ

ირაკლი კობახიძე - მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტში აგრესიის ხარისხი შევამციროთ

ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაღალია აგრესიის ხარისხი საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აგრესია, საფერფლის სროლის გარდა, გამოიხატება სიტყვიერ დაპირისპირებაშიც.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მძაფრი წინააღმდეგობა არსებობს ოპონენტებს შორის, თუმცა შეურაცხყოფა განსაკუთრებით, არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში.

"საფერფლის სროლა ეს ერთი საკითხია, თუმცა აგრესია სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გამოიხატება, არის ხშირად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ აგრესიის ხარისხი საქართველოს პარლამეტში. რა თქმა უნდა, ეს არის რთული პროცესი. ჩვენ გვქონდა ძალიან აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია. იქაც იყო ათასგვარი სიტყვიერი დაპირისპირება. ვცდილობთ, აბსოლუტურად სხვა ხარისხში გადავიყვანოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან მძაფრი წინააღმდეგობა ოპონენტებთან და მათაც აქვთ წინააღმდეგობა ჩვენთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ აგრესიულები. არ უნდა იყოს შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში. აქეთ ვდგამთ ნაბიჯებს და იმედი გვაქვს, რომ გამოგვყვებიან ჩვენი ოპონენტებიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."