რაზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტრამპმა - პრემიერ-მინისტრის კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ

რაზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტრამპმა - პრემიერ-მინისტრის კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტრებს განუცხადა.

"ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ჩვენ ვზეიმობთ ურთიერთობებიეს 25 წლის იუბილეს და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორია და გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს უღრთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."