მიხეილ სააკაშვილი იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება

მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ!, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლას.

როგორც სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მისმა ხელისუფლებამ 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ იური ლუჟკოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ოფიციალური ვიზიტებისას, მოსკოვის ყოფილ მერს პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრებზეც უარს ეუბნებოდა.

"ლუჟკოვის ბრძანებით, 2009 წელს, ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის გადამწვარი ნასახლარები მიწასთან გაასწორეს და ზედ "მოსკოვის რაიონი" დააშენეს, თავისი სამხედრო ყაზარმებით. უკვე მანამდე ბევრად ადრე, 2004 წლის აჭარის მოვლენების შემდეგ, ჩვენ ის პერსონა ნონ გრატად გვყავდა გამოცხადებული და რუსეთში მაშინდელი ოფიციალური ვიზიტების დროს, მასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ შეხვედრაზეც კი, ყოველთვის უარს ვამბობდი. მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ! სიმბოლურია, რომ ჩვენ ლუჟკოვს და მის ამფსონებს 2004 წლის 6 მაისს, გიორგობაზე ამოვუკვეთეთ ფეხი საქართველოდან, ამათ კი, იგივე დღეს, გიორგობაზე მიიღეს და უგალობეს კიდევაც! მურვან ყრუსაც უგალობებდნენ? შაჰ აბასსაც უგალობებდნენ? პუტინსაც უგალობებენ?", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."