პრემიერ-მინისტრი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: 4 მუშა 400 მეტრი სიღრმეზე ჩავარდა - რას ამბობენ თვითმხილველები ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."