პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. საფინანსო კორპორაცია "საქართველოს" მიერ დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულმა აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულია აქციის 3 მონაწილე, მათ შორის ერთი ქალი.

აქციაზე ასევე შეუძლოდ გახდა რამდენიმე მომიტინგე, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

დაპირისპირების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით გადაკეტილი იყო. ამ წუთებში მოძრაობა მხოლოდ ნაწილობრივაა შეზღუდული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."