კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:37 / 11-05-2017
საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამერიკული დაზვერვის დოკუმენტებში - რა მასალებს აქვეყნებს IDFI
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ისტორიულ დოკუმენტებს ასაჯაროვებს, რომლებიც მათი ინფორმაციით ჯერ კიდევ 2010 წელს გასაჯაროვდა IDFI-ის შუამდგომლობით და მისი ამერიკელი პარტნიორის, ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) მოთხოვნით.

ანალიტიკური მოხსენებები მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ და ეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. დოკუმენტებში განხილულია როგორც იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარება, ასევე გამსახურდიას ბიოგრაფია.

"IDFI პირველად აქვეყნებს აღნიშნულ დოკუმენტებს და ფართო მკითხველს, ისევე როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევარებს, სთავაზობს CIA-ის
ანალიტიკურ მოხსენებებს რომლებიც მომზადდა 1991 წლის ივნისი-სექტემბერის პერიოდში" - ნათქვამია IDFI-ის საიტზე განთავსებულ მასალებში.



25 ივნისი 1991
მაისში, პირველად საქართველოში, პირდაპირი წესით არჩევნებში, გამსახურდია, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რესპუბლიკაში, არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. დოკუმენტი აღწერს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამსახურდიამ განცხადა, რომ მის პრიორიტეტებს წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და აღიარებისთვის ბრძოლა, იმ ქვეყნებთან [1] თანამშრომლობის გაფართოება, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს 9+1 შეთანხმებას და დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.

ზვიად გამსახურდია, ქართველების ყველაზე საყვარელი თანამედროვე რომანისტის - კონსტანტინე გამსახურდიას შვილი, 1939 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა ლიტერატურის ინსტიტუტში. 1950-იანი წლებიდან ჩაერთო დისიდენტურ საქმიანობაში, ხოლო 17 წლისამ ანტი-საბჭოთა საქმიანობისთვის პირობითი 5 წლიანი სასჯელი მიიღო. მოხსენების ავტორის მტკიცებით, ბევრი ქართველი ნაციონალისტი, გამსახურდიას მერაბ კოსტავასთან ერთად განიხილავს "ქართული ნაციონალიზმის ნათლიმამად". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზვიად გამსახურდია 60 – 70 იან წლებში ნაციონალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულა არაერთხელ პოლიციის მიერ, გათავისუფლებულა სამსახურიდან და გარიცხული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. გამსახურდია 1976 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ჩამოყალიბებაში. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა საჯარო მონანიებამ, სამი წლის შემდეგ, ბევრ ქართველ ნაციონალისტში მის მიმართ ეჭვი გააჩინა, თუმცა, გამსახურდია აცხადებდა, რომ ასე "ეროვნული მოძრაობის გულისთვის მოიქცა". 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ის 40 დღით დააკავეს.

CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გამსახურდიას დაოჯახებულია და ჰყავს სამი შვილი. განათლებით ფილოლოგი, გამსახურდია ამერიკული პოეზიის სპეციალისტია და რობერტ ფროსტს საყვარელ პოეტად მოიხსენიებს. იგი ფლობს გერმანულ, ფრანგულ და უზადო ინგლისურს.


ასევე წაიკითხეთ: ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერს, რომელიც 26 წლის შემდეგ პირველად გასაჯაროვდა


12 ივლისი 1991

გამსახურდია იმედოვნებს, რომ მალე შეხვდება გორბაჩოვს საქართველოს საკითხის განსახილველად. მას ასევე სურს ვაშინგტონში გამგზავრება რათა შეხვდეს პრეზიდენტ ბუშს, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. აპრილში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ შემოიღო პრეზიდენტის თანამდებობა, გამსახურდიასვე თხოვნით, რომელიც ამტკიცებდა რომ "ცენტრი" (მოსკოვი) მის მტრებთან ერთად მუშაობდა მთავრობის ძირის გამოსათხრელად. უზენაესმა საბჭომ ერთხმად აირჩია ის პრეზიდენტად, ხოლო აკაკი ასათიანი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. დოკუმენტის მიხედვით, მაშინ როდესაც გამსახურდიას მომხრეებს მისი გაპრეზიდენტება უხაროდათ, ოპონენტები აღნიშნავდნენ, რომ მისი გამარჯვება ავტორიტარიზმის დაბრუნების საფრთხეს შეიცავდა. ისინი ასევე ადანაშაულებდნენ პრეზიდენტს, სტალინის მსგავსი პიროვნების კულტის გაღვივებაში. მისმა ოპონენტმა, რომელიც შიშობდა, რომ გამსახურდია სამოქალაქო ომამდე მიიყვანდა მდგომარეობას, პრეზიდენტი ჩინური ლეგენდის გმირს შეადარა, რომელიც დრაკონს ამარცხებს, მაგრამ თავად ხდება დრაკონი.

ოპონენტების აზრით, გამსახურდია ხელსუფლებაში მოსვლის შემდეგ:

- არატოლერანტული გახდა პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი ეროვნული კონგრესის და ეთნიკური უმციროსობების მიმართ;

- მედია მთავრობის კონტროლს დაუქვემდებარა;

- პრეფექტების დანიშვნით ადგილობრივი თვითმმართველობა კონტროლის ქვეშ მოაქცია;

- მცდელობა ჰქონდა, თუმცა კრიტიკის შემდეგ უკან დაიხია, მიეღო საქართველოს მოქალაქეობის კანონი, რომელიც მოქალაქეობას და საკუთრების უფლებას მარტო მათ მიანიჭებდა, ვისი წინაპრებიც საქართველოში 1801 წლამდე ცხოვრობდნენ.

CIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე, გამსახურდიამ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, რომელიც უოლ სტრიტ ჯორნალთან ერთად კრემლის ინსტრუმენტად გამოაცხადა, პროვოკატორი უწოდა და შეხვედრა დაატოვებინა.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ გამსახურდიას შოვინიზმით ყველაზე შეშფოთებული რესპუბლიკის არაქართული მოსახლეობაა. გამსახურდიამ სამხრეთ ოსეთს "ბოლშევიკური გამოგონება" უწოდა, ხოლო ხშირად ოსებს და მათ ლიდერებს "კრიმინალებად და მოღალატეებად" მოიხსენიებდა. გამსახურდია აცხადებს, რომ მას მკაცრი ზომების გატარება უწევს, რადგან ოსები საბჭოთა ხელისფლების მხარდამჭერები არიან. თუმცა, ნეგატიური საგარეო იმიჯის გამოსასწორებლად გამსახურდია ცდილობს ოსეთის მიმართ პოზიციები შეარბილოს. 23 აპრილს მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლებელი იყო საქართველოს ოს მოსახლეობაში ავტონომიის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.

დოკუმენტის თანახმად, გამსახურდიას არაერთხელ განუცხადებია, რომ თუ "ცენტრი" შეეცდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ძალით ჩახშობას, ისევე როგორც ეს ლიტვასა და ლატვიაში მოხდა, ის ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებდა. გამსახურდია მიჩნევს რომ "ცენტრსა" და საქართველოს შორის საკითხები როგორც ორ თანასწორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს და არა როგორც საკავშირო ხელისუფლებასა და მოკავშირე რესპუბლიკას შორის. გამსახურდია კატეგორიულად უარყოფს შესაძლებლობას, რომ საქართველომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. გამსახურდია გორბაჩოვს ლენინისა და სტალინის იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს და გარდაქმნას ("პერესტროიკას") აშშ-ს დამსახურებად მიიჩნევს.

კავკასიის რესპუბლიკებს შორის მშვიდობის დასამყარებლად, გამსახურდიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შუამავლობა შესთავაზა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე.

გამსახურდიას ოპონენტები შიშობენ, რომ მისი ამერიკაში ვიზიტი, აშშ-ის ხელისფლების მიერ გამსახურდიას მხარდაჭერის შთაბეჭდილებას დატოვებს.

გამსახურდიას აზრით, ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდებოდა მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოვა. გამსახურდია მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკაზე სწრაფ გადასვლას და აღნიშნავს, რომ დასავლური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა საქართველოს ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია.


8 სექტემბერი 1991
დოკუმენტის თანახმად, ოპონენტების მტკიცების საწინააღმდეგოდ, გამსახურდიას მხარი არ დაუჭერია პუტჩის მცდელობისთვის, თუმცა მისი ხმა არც მათ შორის ისმოდა, ვინც გადატრიალების მცდელობა დაგმო. მოხსენების მიხედვით, მისი სიჩუმე, ალბათ, გამოწვეული იყო სურვილით, საგანგებო კომიტეტს არ გამოეყენებინა ძალა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დამოუკიდებლობის პერსპექტივისა, საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა მატულობს. ოსებთან დაპირისპირებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საქართველოს მთავრობის საზოგადოებრივ იმიჯს. გამსახურდიას კონფრონტაციამ მოსკოვთან გაამძაფრა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა: იზრდება უმუშევრობა, შეიმჩნევა საკვებისა და ელექტორენერგიის დეფიციტი და მატულობს სამომხმარებლო ფასები.

CIA-ის მოხსენების მიხედვით, გამსახურდია გაეყარა პირველ ცოლს მას შემდეგ, რაც ის მისი და მისი მამის მოკვლის მიზნით სუკ-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი მეორე მეუღლე პედიატრია. გამსახურდია უარყოფს ჭორებს, რომ მას მეუღლის მინისტრად დანიშვნა სურს. უკანასკნელ ინტერვიუში გამსახურდია აფიქსირებდა თავის აღფრთოვანებას რონალდ რეიგანისდამი და შარლ დეგოლს თანამედროვე პოლიტიკოსის იდეალად მოიხსენიებდა.

წყარო: "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
13:08 / 21-11-2017
KORA
0
საქართველოს ისტორია არ იცით და ამ ისტორიის იმ პერიოდსაც ამახინჯებთ, რომლის დროსაც ბატონი ზვიადი იყო პრეზიდენტი. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი ფაქტიურად იყო ქუჯი ეგრისელი და არა ფარნავაზი, რომელიც რეალურ სამხედრო ძალას ფლობდა. მეორე გამაერთიანებელი რეალურად იყო იოანე მარუშიანი (მარუშიძე), რომელიც იყო ქართლის მმართველი და შედიოდა აფხაზეთის სამეფოში. იოანეს მოფიქრებული იყო ის გეგმ, რომელიც განახორციელა ბაგრატ მესამემ. და ა. შ. მე არ ვაპირებ შენს განათლებაზე ზრუნვას, ცალი თვალით მაიც ჩაიხედე საქართველოს წარსულში და მერე აკეთე კომენტარები; რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას პერიოდს - მტრებმა , როგორც გარედან, ისე შიგნიდან ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ საქართველო აღმოჩენილიყო სავალალო მდგომარეობაში, პრეზიდენტს არ მისცეს ნორმალური მუშაობის საშუალება და რამოდენიმე თვის მერე გააძევეს სამშობლოდან. რემდე ვიმკით ამ ცოდვების შედეგებს. რა დასანანია შენითანა პიროვნებები, უვიცები და აზროვნებას მოკლებულები, საკმაოდ არიან საქართველოში<br />
გამოეხმაურე / 0 /
19:21 / 20-11-2017
KORA
6
აფხაზეთის დაკარგვაში, რომ გამსახურდიას და მის კუთხეს აქვს ლომისწილი გაღებული, ობიექტურ და კუთხურობისგან თავისუფალ ადამიანს ეჭვი არ ეპარება. ამ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამღუპველ და სამარცხვინო ფაქტზე რატომ დუმხართ?
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"შევხვდებითო, - ეტყოდნენ ერთმანეთს "ძმები"... შემდეგ მივხვდი, რომ ზეცაში შეხვედრას გულისხმობდნენ..."
"ბევრი კითხვა ისმის - რატომ თამაშობს ირანელი მსახიობი ქართველი პრეზიდენტის როლს?"
"ეს ვერ მოხდებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე"
წერილი 1991 წლის 12 დეკემბრით თარიღდება და წლების მანძილზე აშშ-ს საარქივო ფონდებში იყო დაცული
ფაქტს უკვე უწოდეს CIA-ს ისტორიაში ინფორმაციის გაჟონვის უმსხვილესი შემთხვევა
გიორგი კლდიაშვილი ფეისბუქზე "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება
IDFI-ში განმარტავენ, რომ ამ ინფორმაციას სამინისტროსგან 2014 წლის ივნისიდან ითხოვდნენ
60-წლიანი გამოცდილება და ათასობით ფოტო - ეს მისი მთავარი სიმდიდრეა 80 წლის ასაკში
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:44 / 18-01-2018  Image თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა
15:05 / 18-01-2018  Image კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი
19:40 / 18-01-2018  Image "მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
გურამ ჩიხლაძე 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ
17:52 / 18-01-2018  Image ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს
23 წლის გოგოს ორი დღეა სამართალდამცავები ეძებდნენ
13:06 / 18-01-2018  Image წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49