პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის პროექტის განხილვებზე ზოგიერთი "მოყვანილი ტაშის დამკვრელია"

პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის პროექტის განხილვებზე ზოგიერთი "მოყვანილი ტაშის დამკვრელია"

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვებზე ზოგიერთი "მოყვანილი ტაშის დამკვრელია", მაგრამ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთა აზრი საინტერესოა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

"ხალხი ხალხია და ამიტომაც მე არ ვაკეთებ სეგრეგაციას. რა თქმა უნდა, როდესაც უყურებ დარბაზს ცოტა გამოცდილი თვალით, ხვდები - ერთად რომ სხედან, ტაშს რომ უკრავენ, მესიჯს რომ იღებენ, რომ დგებიან და ფურცლიდან კითხულობენ, ხვდები, რომ ეს მომზადებული ჯგუფია, მაგრამ ისინი რა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან?! მათ არა აქვთ უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატონ?! ვიღაცამ რომ დაუწერა ქაღალდზე, ისიც ხომ ვიღაც საქართველოს მოქალაქეა, ვაშინგტონიდან ხომ არ დაუწერეს. იმ ტაშის დამკვრელებსაც აინტერესებთ ეს კონტაქტი, მერე რა, რომ ზოგიერთი არის "მოყვანილი", ისიც საქართველოს მოქალაქეა და მისი აზრიც უნდა გაინტერესებდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის არა ერთი პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს პრეზიდენტია, "თავის ნაციონალურ, ქართულოცნებიან, ირმა ინაშვილიან, დავით უსუფაშვილიან, თავისუფალ-დემოკრატებიანად და არ უნდა გამოხშიროს ისინი და ყველა ჯგუფს უნდა შეხვდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."