კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:41 / 15-05-2017
"საიდუმლო მასალები", რასაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მოჰყვა - რა კავშირშია საქმესთან სააკაშვილის ბიძაშვილი?
გაზეთი "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით იმ მასალების შესახებ წერს, რომლის გამოც გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება, რომლის სანაცვლოდ მერიამ კომპენსაციის სახით ვეძისში ორი მიწის ნაკვეთი გასცა.

საუბარია ქართულ-ებრაული კომპანიის სამიდან ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომლის 74% ახალი მაგისტრალის გაყვანისას გზამ დაფარა. აღნიშნულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

"ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახ­ლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა...

იხილეთ ვიდეო

მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში­ ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, ზუსტად 10 დღეში, ანუ, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.

მეორე დასკვნის მიხედვით კი, 2016 წლის 19 თებერვალს მერიამ ქართულ-ებ­რაულ კომპანიას კომპენსაციის სახით ორი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ ნაკვეთი, რომელზეც გზა გადის, ფარცხალ­აძემ იყიდა და უკვე ახალმა მეპატრონემ (ყოფილმა მთავარმა პროკურორმა) თანხმობა განაცხადა კომპენსაციად მიეღო ორი ნაკვეთი.

სხვათა შორის, თავად აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ რატომ დაიწერა ამ საქმესთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან გასხვავებული დასკვნა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად ფარცხალაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტის სამსახურმა მასსა და მერიას შორის შეთანხმების დეტალების შესწავლა დაიწყო და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ინციდენტი", - წერს "კვირის პალიტრა".

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ბიძაშვილს, როგორც ნიკა ალასანია კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, კომპანიის ბორდის წევრი 2011 წლამდე იყო და დასძინა, რომ დედაქალაქის მერიისგან კომპენსაციას კომპანია ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში ითხოვდა.

"ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრის 2011 წლამდე ვიყავი, მართლაც ფლობდა ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთებს, რომელთა ნაწილიც ახალმა გზამ დაფარა. ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს კომპანია ითხოვდა მერიისგან კომპენსაციას. მაშინ ეს საკითხი ვერ გადაწყდა, თუმცა იყო
You must have Flash Player installed in order to see this player.
პირობა, რომ კომპენსაციას კომპანია აუცილებლად მიიღებდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მართალია, კომპანიის საქმიანობას ჩამოვშორდი, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ აღნიშნული ქართულ-ებრაული კომპანიის ჯერ პარტნიორი, შემდეგ კი 100 %-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გამხდარა. გამიკვირდა, თუმცა რადგან მართვაში არ ვმონაწილეობდი, ბუნებრივია, ვერაფერს შევცვლიდი. ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ ოთარ ფარცხალაძე ამ კომპანიის გამოყენებით სხვა ქონების მესაკუთრე გახდა. თუმცა, როგორც გითხარით, ჩემთვის უცნობია დეტალები, როგორ და რა პირობებით მიიღო კომპენსაცია კომპანიამ", - განაცხადა ნიკა ალასანიამ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 მაისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი და ნახეთ სტატია ვრცლად
You must have Flash Player installed in order to see this player.
16:05 / 20-05-2017
გორელი2 -
0
აბა რა, გელაშვილი სად იყო ნაცემი ან გვირგვლიანი და რობაქიძე მოკლულები
11:18 / 19-05-2017
გორელი2
1
თორდიას თუ შეხედავ ისეა ნაცემი, გელაშვილის ცემა მნაგონია. სირცხვილია......
მსგავსი სიახლეები
"ის აქტიურობა რაც გამოვიჩინეთ რომ არა, არაფერი მოხდებოდა და არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი
მისივე განმარტებით, აღნიშნულ ინციდენტზე იმ პერიოდში გამოძიება არ დაწყებულა
ვიდეოში, სავარაუდოდ გენერალური აუდიტორის გარდა, პარლამენტის ყოფილი წევრიც ფიგურირებს
ლაშა თორდია ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს
შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ 2 საკითხზე...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49