გია ხუხაშვილი - ფარცხალაძე-თორდიას ეპიზოდი სინამდვილეში სცილდება ერთი კონფლიქტის ფარგლებს და ბევრად უფრო მძიმე, სისტემურ ხასიათს ატარებს

გია ხუხაშვილი - ფარცხალაძე-თორდიას ეპიზოდი სინამდვილეში სცილდება ერთი კონფლიქტის ფარგლებს და ბევრად უფრო მძიმე, სისტემურ ხასიათს ატარებს

თუ ახლა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო ახლად გამომცხვარი ოლიგარქიის კონტროლზე აყვანა, მალე თვითონაც და ქართული სახელმწიფოც ამ ხალხის მძევალი აღმოჩნდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს სწორი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

"ქვეყნის მმართველობითი სისტემის არასწორი ორგანიზების შედეგად მივიღეთ ე.წ. ჰიბრიდული ხელისუფლება, რომელიც ეფუძნება ერთი მხრივ, ოფიციალურ, ლეგალურ პოლიტიკურ ელიტას და მეორე მხრივ, რამდენიმე ინტერეს-ჯგუფს. გარკვეულ ეტაპზე გარდაუვალი ხდება ამ ორ მხარეს შორის კონფლიქტი დომინანტური მდგომარეობის მოსაპოვებლად. საბოლოოდ უნდა გაირკვეს - პოლიტიკა ემსახურება კაპიტალს, თუ კაპიტალი -პოლიტიკას. მაგალითისთვის, სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელშიც ფული მუშაობდა პოლიტიკურ ინტერესზე. რაც უდავოდ ცუდი იყო, თუმცა სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის ბევრად უფრო სახიფათოა, თუ ინტერეს-ჯგუფებმა დაიქვემდებარეს ხელისუფლება. ეს ომი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ფარცხალაძე-თორდიას ეპიზოდი ამის მხოლოდ ერთი გამოვლინებაა. პრობლემა სინამდვილეში სცილდება ერთი კონფლიქტის ფარგლებს და ბევრად უფრო მძიმე, სისტემურ ხასიათს ატარებს. თუ ახლა პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო ახლად გამომცხვარი ოლიგარქიის კონტროლზე აყვანა, მალე თვითონაც და ქართული სახელმწიფოც ამ ხალხის მძევალი აღმოჩნდება. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი მიზეზის გამო, არ ძალუძს ამ პრობლემის გადაწყვეტა და შესაბამისად ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს სწორი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. სხვა შემთხვევაში დაიწყება შეუქცევადი პროცესი, რომელთანაც გამკლავება მხოლოდ ქირურგიული წესით მოუწევს ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."