რას წერს დონალდ ტრამპი გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ წერილში

რას წერს დონალდ ტრამპი გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ წერილში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველო - ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს.

ტრამპის მიერ გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ წერილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის.

ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია.

მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."