იანოშ ჰერმანი - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

იანოშ ჰერმანი - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განუცხადა.

იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა.

"მე ვესაუბრე ბატონ მინისტრის მოადგილეს ახლახან ჩატარებული შეხვედრის შესახებ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბატონ მინისტრის მოადგილესთან ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ამ სფეროში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული "პოსტის" დაკავება მიულოცა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."