კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:22 / 19-05-2017
დიპლომატიურ სკანდალში გახვეული ევროკავშირის წარმომადგენლის პირველი კომენტარი
"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს" - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზალბერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა.

"მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ.

რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკავშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია," - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

როგორც ცნობილია, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული "პოსტის" დაკავება მიულოცა, რასაც თბილისში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს.
15:27 / 22-05-2017
marine
0
ამათ როგორ უნდა ენდო, ეს აფერისტები ესენი. როგორც დაჭირდება ისე კერავენ და ისე ჭრიან. საერთოდ ფეხებზე ვკიდივართ.
14:02 / 22-05-2017
არავითარი დათმობა.
0
არავითარი ხელმოწერა ძალის გამოუყენლობაზე, ეს ერთადერთი მექანიზმი დაგვრჩა სამართლებრივ ჩარჩოში. ოკუპანტის წინააღმდეგ გამანთავისუფლებელი ომი - კანონიერია და ეს უნდა შევინარჩუნოთ, როგორაც არ უნდა - არ ვაპირებდეთ ომის წარმოებას, მაინც უნდა გაგვაჩნდეს ეს რიჩაგი, ვინაიდან ტერიტორია ჩვენია.
მსგავსი სიახლეები
"ინტერპრესნიუსმა" ფედერიკა მოგერინის ოფისს ბრიუსელში შეკითხვით მიმართა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
03:46 / 25-11-2017  Image "დაშავებულთა შორის 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქეა" - რა ეტაპზეა "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის გამოძიება
"ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
00:55 / 25-11-2017  Image საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი - როგორი იყო 40 მლნ დოლარად აშენებული ხუთვარსკვლავიანი "ლეო გრანდი"
+VIDEO| 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო "ლეო გრანდი" ხუთვარსკვლავიანია და 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა
03:04 / 25-11-2017  Image ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებვით ინფორმაციას BBC აქვეყნებს
23:12 / 24-11-2017  Image სოფლები და თბილისის უბნები, სადაც ხვალ დენის მიწოდება შეიზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება
20:19 / 24-11-2017  Image დაშორდა თუ არა ნიკა ალასანიას ლიკა ევგენიძე და ვის ხვდება ამჟამად ტელეწამყვანი
რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ლიკას ახალ სიყვარულზე ალაპარაკდნენ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49