სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.

"განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის განიხილება ეს ვერსიაც", - განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, კონსულტაციები მიმდინარეობს თბილისის მერობის კანდიდატსა და ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხის შესახებაც.

"კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის არის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და როგორც კი დასრულდება, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ", - აღნიშნა თბილისის მერმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ეწურება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."