დეპუტატ გელა მიქაძის კომენტარი არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე

დეპუტატ გელა მიქაძის კომენტარი არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გელა მიქაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დეპუტატმა გელა მიქელაძემ განაცხადა, ის ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას აპირებს.

"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ემირმა საქმე საქართველოდან პირადად წაიღო საემიროში განსახილველად. ეს მის იურისპრუდენციაში არ შედიოდა, რადგანაც ბიზნეს გარიგება საქართველოში იყო დადებული 2011 წელს ანუ ეს საქმე თავის საემიროში წაიღო, სადაც თვითონ არის მთავარი მოსამართლეც და მთავარი პროკურორიც. ეს არის ჯუჯა სახელმწიფო, ერთ-ერთი საემიროა რას ალ ხაიმა.

სამართლებრივად თუ განვიხილავთ, საქართველოს იურისპრუდენციაში 2011 წლის საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს. მან ეს თავისთან სასამართლოში წაიღო, იქ ჩაატარა თავისთან ოთახში და მე ტელევიზორიდან გავიგე ისე, რომ არავითარი ინფორმაცია მანამდე არ მოუწოდებია არავის. ჩემთვის უწყება მაინც ჩაებარებინა, რომ იმ ქვეყანაში ადვოკატი ამეყვანა.

მე სასამართლო ბრძოლას გავაგრძელებ და ჩემი პარტიის ღირსების შელახვისთვის სარჩელს შევიტან," - განაცხადა გელა მიქაძემ.

მისივე თქმით, ის მზად არის ნებისმიერი სარჩელის განხილვისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა არა რას ალ ხაიმაში.

"მათ ისე ჩაატარეს სასამართლო, რომ არც გვითხრეს, რომ დავა იყო ჩემს წინააღმდეგ, მე მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი სარჩელი ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა არა რას ალ ხაიმაში," - განაცხადა გელა მიქაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრს "პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

"მნიშვნელოვანია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში" - ირაკლი კობახიძე

ფრიდონ ინჯია სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"