პავლე კუბლაშვილი თორდიას შესახებ ვიდეოზე - სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს ფარცხალაძე ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ არ არის, ფარცხალაძის "გათეთრება" შეუძლებელია

პავლე კუბლაშვილი თორდიას შესახებ ვიდეოზე - სურთ, წარმოაჩინონ, თითქოს ფარცხალაძე ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ არ არის, ფარცხალაძის "გათეთრება" შეუძლებელია

ყოფილი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას შესახებ გავრცელებულ კადრებზე გამოძიებას ჩვენება მისცეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვისთვის მოხდა.

როგორც კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვა და ყოფილი მთავარი პროკურორის "გათეთრება" შეუძლებელია.

"ამ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალების საჯარო განხილვას არ ვაპირებ, თუ რაიმე კითხვა აქვს გამოძიებას, შესაბამის ორგანოებს, მზად ვარ, რომ ყველა შეკითხვას ვუპასუხო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდათ, რომ საჯარო დებატები იყოს ახლა იმ ინციდენტზე, რომელიც დიდი ხნის წინ იყო, იმისთვის, რომ ამით გადაიფაროს ფარცხალაძესთან დაკავშირებული სკანდალი - ეს არის შეუძლებელი, ფარცხალაძის "გათეთრება" არის შეუძლებელი. თუ ვინმემ მიზნად დაისახა, რომ ამით "გაათეთროს" ფარცხალაძე, არ გამოვა. ქვიშაზე და ყორანზე არის გადასარევად ნათქვამი - ყორანი არ თეთრდება. საჯარო განხილვები იმისთვის, რომ ფარცხალაძე წარმოაჩინონ, თითქოს ფრთიანი ანგელოზია, შეუძლებელია. არ არის. ვერ იქნება და მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ამ ადამიანთან კონტაქტი აქვს - მაქსიმალურად მოერიდონ, რადგან ის თავისი არსით სვრის ყველას, ვინც მის ირგვლივ არის", - განაცხადა კუბლაშვილმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ჩხუბობს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთ ბარში. თორდია ადასტურებს, რომ ინციდენტს ადგილი ჰქონდა, თუმცა დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

"ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნების" რეჟიმს მარტო “ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს - ეს გამორიცხულია" - სალომე სამადაშვილი

"მისი განცხადება ადასტურებს, რომ ასეთ ცვლილებებს აღარ გაატარებს... "ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა" - როგორ აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოს არგამოყენებაზე?