მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან

მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან

საპატრიარქო ვერავის დაუდგება ადვოკატად, თუ არასწორი სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა რომელიმე სასულიერო პირის მხრიდან - კი ბატონო, დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას, მამა მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, სახელმწიფოს გააჩნია თავისი მიდგომა, ხოლო თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება გამოკვლეული, მაშინ შიდა საეკლესიო მოკვლევა ჩატარდება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.

"არანაირი სურვილი მაქვს მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით ვისაუბრო. მე ვფიქრობ, ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას. გამოძიება ძალიან ზედმიწევნით მიყვება ამ საქმეს და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციებს. საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ვერ მოგახსენებთ. აქ წმინდა წყლის საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ გამოძიებაში ვერ ჩავერევით და ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მია ზოიძის განცხადებით, მამა გიორგი საეკლესიო სასამართლოს შექმნას და მის საკითხთან ერთად იმ მღვდელმთავრების საკითხის განხილვას მოითხოვს, რომლებიც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

"ხელშეკრულებები ჩვეულებრივი სამართლის პრინციპებით, რა თქმა უნდა, დანაშაული არაა, თუმცა საპატრიარქოს იურისტი აპელირებდა, რომ კანონიკური სამართლით ეს დანაშაულია. ამაზე მამაომ მითხრა - თუ კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაშინ შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ჩემს საკითხთან ერთად განიხილონ იმ მღვდელმთავრების საკითხიც, ვინც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და ამ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ მეუფეები. ამას ეკლესიისთვის ვაკეთებდი და არანაირი სამეწარმეო საქმიანობის მიზანი არ მქონია - ასეთია მამაოს პოზიცია", - განაცხადა მია ზოიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."