ლაშა თორდია - თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს, არასდროს დავანებებ თავს ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტს

ლაშა თორდია - თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს, არასდროს დავანებებ თავს ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტს

მე არ გამოვრიცხავ არაფერს, შესაძლოა დამაკავონ, მაგრამ ეს მხოლოდ მათ დააზარალებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა.

თორდია დარწმუნებულია, რომ "პამ კლუბში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფორსირებულ დროში დაკითხავენ და წარიმართება საგამოძიებო და სასამართლო პროცესები. "მე არ გამოვრიცხავ არაფერს. დარწმუნებული ვარ დამიბარებენ დაკითხვაზე. ფორსირებულ დროში ჩატარდება ყველაფერი. თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს. არასდროს დავანებებ თავს ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტს, რადგან ერთი არის თავდასხმის ფაქტი და მეორეა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას",- განაცხადა თორდიამ.

მისივე თქმით, არანაირი იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა იმ დასკვნას გამოიძიებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაწოდა.

"არანაირი იმედი არ მაქვს. ის აქტიურობა რაც გამოვიჩინეთ რომ არა, არაფერი მოხდებოდა და არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ვაპირებ, ბოლომდე მივიყვანო ყველაფერი რაც უკავშირდება ოთარ ფარცხალაძის კორუფციულ საქმიანობას. მე რამდენად დავზარალდები ამაზე არანაირად ვფიქრობ. მე არ ვაკეთებ ამას რაიმე პოლიტიკური მიზნით ან პოპულარობისთვის. რამდენიმე ასეული ადამიანის თვალწინ ხუთმა ადამიანმა მოახდინა თავდასხმა და მივიღე სერიოზული დაზიანებები, რადგან ოთარ ფარცხალაძეს არ მოეწონა აუდიტის სამსახურის საქმიანობა", - განაცხადა თორდიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."