იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ? - რა ინფორმაცია აქვს განათლების მინისტრს

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ? - რა ინფორმაცია აქვს განათლების მინისტრს

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის და გუნდში ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

ჯეჯელავამ ზოგადად აღნიშნა, რომ თუ რომელიმე თანამდებობის პირი, მათ შორის მინისტრი, თავის მოვალეობებს ვერ შეასრულებს, აუცილებლად მოყვება სტრუქტურული ცვლილებების პროცესში.

"სანამ მე მაგალითად ჩემს მოვალეობას ვასრულებ კეთილსინდისიერად და ვახერხებ იმ ამოცანების შესრულებას, რაზეც ვარ შეთანხმებული მთავრობასთან, იმ უწყებებთან, ვისთანაც მაქვს ანგარიშვალდებულება, მანამ აუცილებლად უნდა ვიყო თანამდებობაზე მეც და სხვებიც. ამის შემდეგ თუ მოხდა, რომ მე ვერ შევასრულე ეს ვალდებულებები, რა თქმა უნდა აღარ უნდა ვიყო თანამდებობაზე.

კონკრეტული ცვლილებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის და გუნდში ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა, პირობას გაძლევთ, ნებისმიერი მოხელე, მინისტრიდან დაწყებული, რომელიც რაიმე მიზეზით თავის მოვალეობებს არ ან ვერ შეასრულებს, აუცილებლად მოყვება ამ სტრუქტურული ცვლილებების პროცესში", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."