იცვლება თუ არა შს მინისტრი - ლევან იზორიას კომენტარი

იცვლება თუ არა შს მინისტრი - ლევან იზორიას კომენტარი

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, შს მინისტრის შეცვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია. ამის შესახებ იზორიამ შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შესაძლო შეცვლის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საფუძველს მოკლებულია ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შს მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეცვლის.

"ამაზე მე რამდენჯერმე დამისვეს კითხვა და მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული", - განაცხადა ლევან იზორიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."