სალომე ზურაბიშვილი - დიასპორის ფორუმი პრეზიდენტს უნდა გაეხსნა, თუმცა ფაქტია, რომ არ ყოფილა არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება

სალომე ზურაბიშვილი - დიასპორის ფორუმი პრეზიდენტს უნდა გაეხსნა, თუმცა ფაქტია, რომ არ ყოფილა არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება

დღევანდელი ფორუმი პრეზიდენტის მიერ უნდა ყოფილიყო გახსნილი,თუმცა ფაქტია, რომ არ ყოფილა არც წერილი, არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება თუ რატომ არ მოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს ესწრება, რომელიც დღეს თბილისში იმართება.

"დღევანდელი ფორუმი პრეზიდენტის მიერ უნდა ყოფილიყო გახსნილი. ის ფაქტი, რომ არ ყოფილა არც წერილი, არც მიმართვა, არც ბოდიში და არც ახსნა-განმარტება და თუ რატომ არ მოვიდა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი არ თვლის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები მისი მფარველობის ქვეშ არიან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, დღეს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სასტუმრო "ბილტმორში" დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მართავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."