ლევან იზორია - ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

ლევან იზორია - ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს აგრესია, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს

ნებისმიერს, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე ხორციელდება.

"ჩვენ როდესაც 2016 წლის აგვისტოდან დავიწყეთ რეფორმები, პირველ რიგში მოვახდინეთ ნატო-ს ბოლო ორ სამიტზე მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და ჩვენი რეფორმები ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფარგლებში განვახორციელეთ. ჩვენ ოთხი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში განვსაზღვრეთ საქართველოში თავდაცვის რეფორმების პრიორიტეტები. განახლებული შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მხრივ, ჩვენ ჩავატარეთ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია ჩვენი თავდაცვის სტრუქტურის ფარგლებში. ეს იყო მტკივნეული პროცესიც. მოგვიწია 2 ათასი თანამშრომლის გათავისუფლება. ამის მიზანი გახლდათ თანხების მობილიზება იმ პრიორიტეტული პროექტების განხორციელებისთვის, რაც ჩვენს საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უფრო ძლიერს გახდიდა. ამის შედეგად ჩვენ დავზოგეთ მილიონობით თანხა და მივმართეთ დიდწილად თავდაცვითი ინფრასტრუქტურის მშენებლობისკენ და ასევე აღჭურვილობის შეძენისკენ", - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ჩამოაყალიბოს საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი შეიარაღებული ძალები.

"ჩვენ ასევე მთავარ მიზნად დავისახეთ სწორედ საბრძოლო მზადყოფნის ფარგლებში და უელსის სამიტზე გაჟღერებული საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისეთი სტრუქტურული ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა საფრთხეებთან უფრო ადაპტირებადი, მოქნილი, დაბალანსებული და თვითმყოფადი. ჩვენი მთავარი მიზანია მივაღწიოთ შეარაღებული ძალების მზადყოფნის ისეთ დონეს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი შეკავების ფაქტორი პოტენციური აგრესორისთვის მომავალში. ნებისმიერი, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი განახორციელოს მორიგი აგრესია საქართველოზე, უნდა დაფიქრდეს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო აგრესორს, თავისი საბრძოლო მომზადების მაღალი ხარისხით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."