გიგი უგულავა - თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, მაგრამ ბოღმას, შურისძიების სურვილს არ ვგრძნობ

გიგი უგულავა - თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, მაგრამ ბოღმას, შურისძიების სურვილს არ ვგრძნობ

თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, მაგრამ ბოღმას, შურისძიების სურვილს არ ვგრძნობ, - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგილავამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის გრძნობს პოზიტივს და მომავლის იმედს, რადგან ბოღმა და შურისძიება ქვეყანას ანგრევს და საჭირო არ არის.

"დღეს ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეს ახალი ბრძოლაა და პირობას გაძლევთ ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ვარდების რევოლუციის ღირებულებების ერთგული. ახლაც ვამბობ, რომ კმარა, საქართველო არ იმსახურებს იყოს უიმედო, ღარიბი, ერთ ადამიანს დამორჩილებული. საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა სიტყვით გამოსვლისას პატიმრობის წლებსაც შეეხო.

"თითქმის სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში. ეს იყო წარმატებასა და წარუმატებლობაზე ფიქრის დრო", - აღნიშნა უგულავამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა ყველას პარტიაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."