ელენე ხოშტარია - თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, სოციალური დახმარება და პენსიები 50 ლარით გაიზრდება

ელენე ხოშტარია - თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, სოციალური დახმარება და პენსიები 50 ლარით გაიზრდება

მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ წარსული შეცდომები, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელენე ხოშტარიამ დაპირება გასცა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, სოციალური დახმარება და პენსიები 50 ლარით გაიზრდება. მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო, ქალაქში უნდა იყოს როგორც მშენებლობები, ისე გამწვანება.

"ჩემი გამარჯვება არ იქნება ხმების მონადირება, როგორც ხშირად პოლიტიკოსებს მიაჩნიათ. ჩემი გამარჯვება იქნება გულწრფელი მხარდაჭერის მოპოვება და მისი გამართლება. ხშირად მეუბნებიან, რომ წარსულზე არ უნდა ვისაუბრო, მე კი ვამბობ, დიახ უნდა ვისაუბროთ, რათა გავიაზროთ შეცდომები და შევქმნათ უკეთესი ქალაქი", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, თბილისი უკეთესი შესაძლებლობების ქალაქი უნდა გახდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."