როგორ გადანაწილდა პარტია "ევროპული საქართველოს" შიდა პოსტები

როგორ გადანაწილდა პარტია "ევროპული საქართველოს" შიდა პოსტები

პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურაა წარდგენილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად - ელენე ხოშტარია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, სპორტის სასახლეში, სადაც ყრილობა გაიმართება, დაახლოებით 450-მდე ხმის უფლების მქონე დელეგატი აირჩევს წარდგენილ კანდიდატებს.

ნადირაშვილის განცხადებით, სპორტის სასახლეში თბილისიდან და რეგიონებიდან პარტიის 10 000-მდე მხარდამჭერს ელოდებიან.

15.00 საათზე, სპორტის სასახლეში მოძრაობა "ევროპული საქართველოს" ყრილობა გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."