პრემიერი: "მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო"

პრემიერი: "მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო"

"მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველას ინტერესებში შედის.

"მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო. სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, ეს პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე სხვა სახელმწიფოებისა და მეზობლების სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემის ძირეულ პრინციპებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთზე საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაში: "აღმოსავლეთ სამეზობლო 2017".

ასევე წაიკითხეთ: გიორგი კვირიკაშვილის მწვავე პასუხი რუს დეპუტატს -"რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის?"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."