ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე დეკლარაცია მიიღო. კენჭისყრამდე დეკლარაციის ტექსტში ქართულმა დელეგაციამ დამატების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, ქართული დელეგაციის წევრის, სოფიო ქაცარავას მოთხოვნით, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს, სადაც რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდებაზეა საუბარი, დაემატა გადაადგილების თავისუფლების მოთხოვნა.

"რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ოკუპაციის ხაზზე და მის გასწვრივ, ამიტომ გვინდა დელეგაციის სახელით შემოგთავაზოთ ქვეპარაგრაფი მე-18 პარაგრაფში, რომელიც მოითხოვს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლებას სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ქართული დელეგაციის მოთხოვნას სრულად დაუჭირა მხარი დეკლარაციის მომხსენებელმა. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად ასამბლეის წევრებმა დეკლარაცია შესაბამისი დამატებით მიიღეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."