ჯეჯელავა საატესტატო გამოცდის გაუქმებაზე - "ნაციონალებს" გონება გაუნათდათ, მიხვდნენ, მთლად კარგად ვერ გააკეთეს რაღაცები"

ჯეჯელავა საატესტატო გამოცდის გაუქმებაზე - "ნაციონალებს" გონება გაუნათდათ, მიხვდნენ, მთლად კარგად ვერ გააკეთეს რაღაცები"

"როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" გაუნათდა გონება, ყველა ეს კომპონენტი მათი შემოღებულია, ახლა მიხვდნენ, რომ ვერ გააკეთეს მთლად კარგად რაღაცები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის გაუქმების მომხრე არაა და საატესტატო გამოცდები უნდა დაიხვეწოს.

"გაუქმებით მგონი არ უნდა გავაუქმოთ, უნდა დავხვეწოთ და განვავითაროთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. წლევანდელი რაოდენობა სკოლის საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების, პროცენტულად არ განსხვავდება შარშანდელისგან, თუმცა ეს დიდად სანუგეშო არაა. მეორე მხრივ, ჩვენთან არის არაჯანსაღად მაღალი რაოდენობა მოსწავლეების, რომლებიც ცდილობენ, რომ 12 კლასის ატესტატი აიღონ და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ. გერმანიაში თუ ეს რაოდენობა არის 40%, ჩვენთან არის 80%. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული განვითარების პოპულარიზაცია ნელ-ნელა შეამცირებს 12 კლასის ატესტატის აუცილებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის ბავშვები გავლენ ამ გამოცდებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი გაუქმდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."