ალექსანდრე ჯეჯელავა "ლურჯ ვეშაპზე" - "არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება"

ალექსანდრე ჯეჯელავა "ლურჯ ვეშაპზე" - "არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება"

"ძალიან გთხოვთ, საკითხის პოპულარიაზაციას ნუ მოახდენთ. არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება, რომლის პრევენციასაც ვაკეთებთ და დიდი თხოვნაა მედიასაშუალებებთან, რომ რეიტინგის დევნაში ნუ დაღუპავთ ბავშვებს" - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გავრცელებული თამაშის "ლურჯი ვეშაპის" საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ამ კუთხით რაიმე სახის კამპანიას სამინისტრო არ აპირებს, გამომდინარე იქედან, რომ უკუშედეგი და თემის პოპულარიზაცია არ მოხდეს.

"მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემის პოპულარიზაცია მოხდეს. ძალიან ყურადღებით ვართ, სამართალდამცველებთან ერთად ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს.

თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება, ხან ერთი მიზეზით, ხან - მეორე. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას", - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია რომ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო. შსს-მ გუშინ გაავრცელა განცხადება რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.

დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."