ლევან ბერძენიშვილი: "ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, "აჩვენე ბიძიას პასპორტიო"

ლევან ბერძენიშვილი: "ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, "აჩვენე ბიძიას პასპორტიო"

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილის თქმით,  ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ცდილობს "გონებამახვილობით გადაფაროს" აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარების საქმე.

ყოფილმა დეპუტატმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განათლების მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები შეაფასა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით:

"რადგან მთავრობის პოზიციას აჟღერებს ეს კარიკატურული ფიგურა, ამიტომ ნება მიბოძეთ გითხრათ, რას აკეთებს სინამდვილეში ჯეჯელავა. ის ცდილობს, რომ ინტელექტუალური ფოიერვერკი მოგვიწყოს და თავისი, ასე ვთქვათ, გონებამახვილობით გადაფაროს ეს საშინელი ამბავი. მაგალითად, ის ამბობს, კაცი თუ კანონის დასარღვევად მიდიოდა, პასპორტს არ წაიღებდაო... მე ვფიქრობ, მას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. უნდა, ვიღაცას ასიამოვნოს. ეს ვიღაც, ალბათ, ბიძინა ივანიშვილია.

ის, რაც ვიცე-პრემიერისგან მოვისმინეთ, აღარ არის ცინიზმი, ეს არის აღვირახსნილი თავხედობა კაცისა, რომელმაც წერ-კითხვა ვერ ისწავლა, მიუხედავად ამისა, დანიშნეს განათლების მინისტრად, რომელსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ ის არა აქვს არანირი ცოდნით შევსებული, თუ ქართველ პოეტს დავესესხები, "გავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია" - მასზეა ნათქვამია" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში".

ბერძენიშვილი საქართველოს ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობს და პასუხისმგებლობის დაყენებას აუცილებლად მიიჩნევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."