ნარმანია თბილისელებს ამშვიდებს: "ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭირო"

ნარმანია თბილისელებს ამშვიდებს: "ვმუშაობთ, სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭირო"

"თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე აბსოლუტურად სიმშვიდეა, მე პირადად ახლა გამოვიარე ეს გზა. წყლის დონე არ არის მნიშვნელოვნად მომატებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიამ დედაქალაქის ის ადგილები დაათვალიერა, სადაც დატბორვისა და წყლის მოვარდნის საფრთხეები არსებობდა.

"ძირითადი დაზიანებული ადგილი ჩვენ გვქონდა ახალდაბის გზაზე, სადაც მცირე მეწყერი ჩამოვიდა, თუმცა ტექნიკამ იმუშავა და გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. დროებით ჩაკეტილია გმირთა მოედანი თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რაც საპატრულო პოლიციამ პრევენციის მიზნით გააკეთა. მე პირადად ახლა გამოვიარე ეს გზა, თამარაშვილიდან გმირთა მოედნამდე და აბსოლუტურად სიმშვიდეა. წყლის დონე არ არის მნიშვნელოვნად მომატებული. ამ ეტაპზე ვმუშაობთ იქ სადაც გაწმენდითი სამუშაოებია საჭირო. რაიმე ისეთი ინციდენტი არ გვაქვს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."