პროკურატურა მზადაა ”ბირჟა მაფიას” წევრებს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ

პროკურატურა მზადაა ”ბირჟა მაფიას” წევრებს პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ

ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიძლება ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.

"ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას"-ნათქვამია განცხადებაში.

ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამასთან პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიას" წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."