ლინას ლინკევიჩუსი - ვიყავი ზუგდიდში, ხურჩაში, ენგურის ხიდზე და ვნახე საერთაშორისო სამართლის დარღვევები

ლინას ლინკევიჩუსი - ვიყავი ზუგდიდში, ხურჩაში, ენგურის ხიდზე და ვნახე საერთაშორისო სამართლის დარღვევები

ვიყავი ზუგდიდში, ხურჩაში, ენგურის ხიდზე, ვნახე საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ანექსია, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვიყავი ზუგდიდში, ასევე ხურჩაში, ენგურის ხიდზე და ვნახე დარღვევები საერთაშორისო სამართლის, მიუღებელი საქციელი, ანექსია მეზობელი ქვეყნის. მე ვთქვი და გავიმეორებ: ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ არაღიარების პოლიტიკა, ის კურსი, რომელიც არის პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან რთული სიტუაციაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები ამ სირთულეების მიუხედავად, სწორედ ამიტომ ვართ აქ. თქვენ ხართ მოწინავე ქვეყანა და მოდით შევინარჩუნოთ ეს მოტივირებულობა”, - განაცხადა ლინკევიჩუსმა და ლიტვა-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."