ვლადიმერ პუტინი მსოფლიო პოლიტიკისა და ოჯახის შესახებ საუბრობს

ვლადიმერ პუტინი მსოფლიო პოლიტიკისა და ოჯახის შესახებ საუბრობს

დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა გადაიღო, პირველი სერია Showtime-ზე გავიდა. მისი მთავარი გმირი კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. ფილმსაც შესაბამისად ჰქვია "ინტერვიუ პუტინთან".

პირველ სერიაში ვლადიმერ პუტინი ავტომობილს მართავს და საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების თანამონაწილეობაზე ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" შექმნასა და ჩეჩნეთში ბოევიკების მხარდაჭერაში, ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა კავშირის დაშლის დეტალებზე და რაც ყველაზე უცნაურია პასუხობს კითხვებს ოჯახის შესახებ.

"როდესაც ჩვენ შეგვექმნა პრობლემები ჩეჩნეთში და ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში, სამწუხაროდ ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს ამ პროცესებს. ჩვენ მაშინ შეგვექმნა სრულიად მყარი შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ერთი მხრივ რუსეთის მხარდაჭერაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თანამშრომლობაზე საუბრობენ, სინამდვილეში კი ამ ტერორისტებს რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებისთვის იყენებენ" - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ოლივერ სტოუნთან საუბარში.

კრემლის ლიდერის თქმით, რაც შეეხება ბოევიკების საინფორმაციო და პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამას სამხილებიც კი არ სჭირდება, რადგან ყველასთვის ცხადი იყო და იგი კეთდებოდა საჯაროდ ყველას დასანახად.

"რაც შეეხება ოპერატიულ და ფინანსურ მხარდაჭერას, ჩვენ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი. ზოგიერთი მათგანი ჩვენს ამერიკელ კოლეგებსაც წარვუდგინეთ".

"ალ-ქაიდას" შექმნის შესახებ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს არა რუსეთის ქმედების, არამედ "ამერიკელი მეგობრების" ქმედების შედეგი და ნაყოფია. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."