პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია

პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 403 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან სოფლის მეურნეობის წილი 0-ის ტოლია. გასულ წელს კი, საქართველოში სულ 1.64 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან სოფლის მეურნეობაში 9.9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ს შეადგენდა. გასულ წელს ამ დარგში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0% იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და სოლიდური თანხაც გაიღო, ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ არის.

რატომ არ ინტერესდებიან სოფლის მეურნეობით უცხოელი ინვესტორები? - ეს კითხვა "ბიზნესპრესნიუსმა" ფერმერ ნინა პეტროვას დაუსვა.

"დღეს ამ დარგში ინვესტორის საქმიანობა არარენტაბელურია. ჯერ ერთი, დაწყებული პროექტების დიდი ნაწილი წარუმატებელია. მეორე ის, რომ აგროდაზღვევა პრაქტიკულად არ მუშაობს და მესამე - თავისუფალი ფული, რომელიც ფერმერების დასახმარებლად უნდა გამოიყოს, სახელმწიფოს აღარა აქვს. ინვესტორი ამ დარგში თანხას მხოლოდ მაშინ ჩადებს, როცა იმედი ექნება, რომ წლების შემდეგ უკან დაიბრუნებს. თუ ინვესტორს არ ეცოდინება, რომ მისი ფული ამ ქვეყანაში დაცული იქნება, არ გარისკავს და თანხას არ ჩადებს", - აღნიშნავს ნინა პეტროვა.

მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვისაც არ არის ეს დარგი რენტაბელური, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ჩადებული სოლიდური თანხისა.

განაგრძეთ კითხვა

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს - IMF

LIVE: "360 გრადუსი" - ალექსანდრე გოგინავა; დევი ტაბიძე; მიხეილ ნინუა; ცოტნე ანანიძე

აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს