რას იხსენებს პუტინი სააკაშვილზე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით

რას იხსენებს პუტინი სააკაშვილზე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ვერ გაბედავდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას, მის უკან რომ არავინ ყოფილიყო, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში აცხადებს.

"არ მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ვინმემ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ ვინმემ წააქეზა, მაგრამ მეჩვენება, რომ ის არასოდეს გაბედავდა დამოუკიდებლად ამ პროვოკაციას. მე ასე ვფიქრობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არავის შეუჩერებია", - აღნიშნავს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის ხელისუფლება გაოცდა, როდესაც "სააკაშვილის ქმედებებს არა მხოლოდ დაუჭირეს მხარი, არამედ დასავლურმა მედიამ ყველაფერი გადმოატრიალა და შეეცადა იმის წარმოდგენას, თითქოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს".

"მე ჩემს თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე, როდესაც დავინახე, რომ დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებდა თავდასხმაში. მთავარი ის არის, რომ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა ეს. ბატონმა სააკაშვილმა ხომ თვითონ განაცხადა, რომ საკუთარ ჯარს ამ აქციის დაწყების ბრძანება მისცა?", - აცხადებს პუტინი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."