ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული

ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული

- 60 წლის ვარ და ამ წლების მანძილზე, სამოცჯერაც არ ყოფილა შემთხვევა, მეთქვას, - რა კარგია, საქართველოში რომ დავიბადე-მეთქი. ჯერ იმას ჩიოდა ჩემი თაობა, კომუნისტურ რეჟიმში არსებობისთვის რატომ გაგვწირა ღმერთმაო, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ მაშინ უკეთესი ცხოვრება გვქონია... ხალხს სამუშაო ჰქონდა, უფრო ლაღად ვგრძნობდით თავს და სიმართლე გითხრათ, მეტი ურთიერთობა იყო ადამიანებს შორის. ახლა რაც დრო გადის, კაცს სათქმელი გამოელია თითქოს. შეხვდები ძველ ნაცნობს, რომელიც საუკუნეა არ გინახავს, ჰოდა, ერთმანეთს რომ მოვიკითხავთ, იმის იქით ვეღარაფერზე ვლაპარაკობთ და ვემშვიდობებით ერთურთს. არადა, ადრე სალაპარაკო ყოველთვის ბევრი გვქონდა, ახლა კი ენა დაება თანამედროვე ქართველს. ერთი სული აქვს ყველას, როდის მიუჯდება კომპიუტერს, იქ რომ მოიფხანოს ენა. კომპიუტერულ სივრცეში სალაპარაკო არ დაგელევა და იმ კაცსაც თამამად დაუსვამ კითხვებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეხვდი და ვერაფერი გამოჰკითხე... რეალობას მოწყვეტილები ვართ თითქოს, ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ძალიან მაშინებს.

- გარდა იმისა, რომ კომუნისტების დროს კომპიუტერი არ იყო, ის დრო დღევანდელს რითი სჯობდა?

- ბევრი რამით. მაშინ ყიდულობდი ყველაფერს, რაც გჭირდებოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ზედმეტს. ვუფრთხილდებოდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ან სახელმწიფო ქონებას. არც მოგყიდნენ უაზროდ პროდუქტს და არც სხვა რამეს. თუ გაუმაძღრობა გჭირდა, გადამყიდველისგან უნდა გეყიდა სასურველი ნივთი. ადამიანებმა იცოდნენ, რომ დღეს თუ პური გამოელეოდათ, ხვალ აუცილებლად ექნებოდათ სარჩო, რადგან საქმე და შესაბამისად, შემოსავალიც ყოველთვის იყო. ერთი ადგილიდან წამოხვიდოდი? სხვაგან იშოვიდი სამუშაოს და ამაში მთავრობაც გიწყობდა ხელს. ახლა არავინ არის დაზღვეული, რომ ხვალ შიმშილით არ ამოხდება სული, ჰოდა, გამხეცებულ ვირთაგვებს ვგავართ, გალიაში გამომწყვდეულებს, ამ სი­ტუაციიდან თავის დაღწევს რომ ლამობენ და ამიტომაც არის, რომ ბევრი ცდილობს გაქცევას საქართველოდან. გაქცეულებს კი ეშველათ: არა მარტო სარჩო გაუჩინეს ოჯახებს, არამედ სახლებიც წამოჭიმეს მარიფათიანებმა და ახლობლებს საქმეც გაუჩინეს; მაგრამ აქ დარჩენილები რომ ისევ ისე ვიხრჩობით სიღარიბეში, როგორც წლების წინ, ეს უკვე აუტანელია. ჰოდა, რატომ გვიკვირს, რომ ქართველი ხალხის ნაწილი სოციალურ ქსელში ანთხევს ბოღმას? არავის უნდა გამოაჩინოს თავისი რეალური სახე, გულის ნადები და უადვილდებათ ფსევდონიმით წერა. შეიცვლის სახელს და ილაპარაკებს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება - ეს არის და ეს.

- გასაგებია, რომ უმუშევრობას მიიჩნევთ ბოროტების სათავედ. კიდევ, რა პრობლემებს ხედავთ დღევანდელ რეალობაში?

- არ გვივარგა, შვილო, პოლიტიკოსები. ყველა დახარბებულია თანამდებობასაც და ქონების დაგროვებასაც. აი, გგონია, პატიოსანი ადამიანია, მისცემს შენს ხმას, გავა ერთი წელი და ხედავ, სახე შეიცვალა. ადრე თუ ქუჩაში ხელის ჩამორთმევასაც არ დასჯერდებოდა, მოგიკითხავდა და გადაგკოცნიდა, ამბებს გამოგკითხავდა, ახლა შენ გამო მანქანიდანაც არ იკადრებს გადმოსვლას და ცხადია, არც შენი ოჯახის ამბებით დაინტერესდება. აღარ სჭირდები, 4 წელი თავი ქუდში აქვს და რომც აღარ დაუჭირო მხარი, უკვე ნაშოვნი აქვს ის, რისთვისაც თურმე, ასე იკლავდა თავს. მეზობელი მყავს, პარლამენტშია მოკალათებული და ახლა, ცხვირაბზუებული დადის. როგორც კი არჩევნები მოახლოვდება, მაშინვე იწყებს ოჯახების შემოვლას მისი ცოლი (თვითონ ამასაც არ კადრულობს უკვე), ტკბილეული მოაქვს, ჩვენი გული რომ მოიგოს და ვინ იცის, რას აღარ გვპირდება. მერე მეზობლებსაც ერიდებათ: ადამიანმა შოკოლადი მომიტანა და ხმას როგორ დავამადლი? რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პარლამენტში ვინ იქნება? ისევ ჩემი ცუდი ჯობია, წელიწადში ერთხელ მაინც ხომ გამიხსენებსო. ჰოდა, ასე, თვალში ნაცარშეყრილები მის სახელსა და გვარს აქცევენ წრეში. ვიდრე ასე იქნება, საშველი არ დაგვადგება. უნდა ვისწავლოთ, რომ ცუდ ნათესავს ღირსეული მტერი სჯობია. თუ ღირსეულმა დაინახა, რომ წაიქეცი, აუცილებლად შეგაშველებს ხელს, მაგრამ ცუდი ნათესავი შეიძლება, შეაშინოს შენმა გასაჭირმა და თვალი აგარიდოს - ეს უფრო მეტად მტკივნეული იქნება, დამიჯერეთ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

ვინ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობა - "ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად საზმაუს ექსდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს