დავით საყვარელიძე - პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან

დავით საყვარელიძე - პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ, - ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში Zіткнення с Роксаной Руно უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.

სტუდიის სტუმარმა პოროშენკო-ივანიშვილის მოლაპარაკებების მიზეზიც ახსნა. „ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი აზრით, სააკაშვილის და პოროშენკოს ღირებულებათა ბაზა ძალიან განსხვავდება. საყვარელიძის განცხადებით, თავად პეტრო პოროშენკო არ იწვოდა სურვილით, შეეშვა სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."