მოკლედ, ევროპარლამენტართა მთავარი მესიჯები აზერბაიჯანს და საქართველოს აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით

მოკლედ, ევროპარლამენტართა მთავარი მესიჯები აზერბაიჯანს და საქართველოს აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით

ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები დასრულდა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.

მათმა ნაწილმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის წევრთა ნაწილმა ასევე მოითხოვა აფგან მუხთარლის საქმეზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრის გადადება.

ევროპარლამენტის წევრი, ჩარლზ ტენოკი:

"პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ აფგან მუხთარლის გატაცება ძალიან შემაშფოთებელია. ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არსებობს ეჭვები საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობაზე ამ საქმეში. საგამოძიებო ჟურნალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ცხოვრებაში და უზურნველყოფილი უნდა იყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად მუშაობა. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოუხსნას ყველა ბრალდება აფგან მუხთარლის და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს", - განაცხადა ჩარლზ ტენოკმა.

ევროპარლამენტის წევრი, რებეკა ჰარმსი:

"შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის. ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმეების გადახედვა და გამოძიება. ასევე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც".

ევროპარლამენტის წევრი, ჰაიდი ჰაუტალა:

"საქმე ეხება ევროკავშირის პარტნიორობის ორ წევრს - საქართველოსა და აზერბაიჯანს. საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სწორად აღნიშნა, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, არამედ საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაზეც. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ჩატარდეს სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება, ხოლო მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი".

ევროპარლამენტის წევრი, სორაია პოსტი:

"საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუხთარლი. გატაცების მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში. ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ნათლად უნდა განვაცხადოთ შემდეგი, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია. მე ვთხოვ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელიც ვიზიტად შემდეგ ოთხშაბათს ეწვევა ბაქოს, აღნიშნული შეშფოთება დააფიქსიროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."