ვინ იქნებიან დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში

ვინ იქნებიან დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში

დავით უსუფაშვილი ხვალ ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციას გამართავს. როგორც ახალ ძალაში აცხადებენ, ეს იქნება "თანამონაწილეობაზე აწყობილი, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა". ასევე, ხვალ იგეგმება სადამფუძნებლო დეკლარაციის მიიღება.

ცნობილია, რომ უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოჭადრაკე ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან, რომელიც თბილისის ვიცე-მერი იყო.

ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკურ გუნდში გაერთიანებას თეოლოგი ლევან აბაშიძე ადასტურებს. აბაშიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ დეტალურად მისი გადაწყვეტილებისა და პოლიტიკური გეგმების შესახებ ხვალ, ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უფულაშვილთან ერთად იქნება გუნდში იურისტი ლევან ალაფიშვილი. თუმცა იგი ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"დავით უსუფაშვილთან ერთად 95 წლიდან მოყოლებული ბევრი კარგი საქმე მიკეთებია და არც მომავალში დავზარდები ჩემს ძველ მეგობრებს ერთად საქმის კეთებაში. ამისთვის კი ვფიქრობ პოლიტიკა სავალდებულო არ არის. პოლიტიკის კეთება და საჯარო პოლიტიკაში წასვლა ჩემი მიზანი არ არის. უსუფაშვილის განაცხადი მართლაც საყურადღებო და მხარდასაჭერია, სიახლეა პოლიტიკაში. აქამდე ადამიანთა ჯგუფი აყალიბებდა პარტიას და საზოგადოებას ეუბნებოდა შემოდით "ჩვენს" პარტიაში, ამიტომაც გვაქვს განუვითარებელი და არაეფექტური პარტიული სისტემა. დათომ სხვა რამ თქვა, ერთად ვაკეთოთ პოლიტიკა, არჩევნები ერთად გავიაროთ და ამ გამოცდაგავლილებს ერთად ყოფნა თუ კვლავ გვენდომება, პარტიადაც დავფუძნდეთ, სხვა მრავალ ახალშეძენილ თანამოაზრესთან და თანამებრძოლთან ერთად. ეს საინტერესო გზავნილია ახალი თაობისთვის. სწორედ ამიტომ დავით უსუფაშვილის საინტერესო ინიციატივას ჩემი მხარდაჭერაც აქვს და სხვებსაც მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და მხარი დაუჭირონ. პოლიტიკის ახლებურად კეთების დროა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ალაფიშვილმა, თუმცა იმ ორგანიზაციაში გაერთიანება, რომლის წარდგენაც ხვალ იგეგმება, უარყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."