გიგი უგულავა - ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური - ჩვენს დღევანდელ პრობლემებს ვერც მეფე უშველის და ვერც ამირსპასალარი

გიგი უგულავა - ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური - ჩვენს დღევანდელ პრობლემებს ვერც მეფე უშველის და ვერც ამირსპასალარი

როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია, რაღაც ქულების გამო ართმევენ 50-ლარიან დახმარებას, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კონსტიტუციური მონარქიის იდეაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, აბსურდის თეატრიც აღარაა.

”10-15 მილიონი დაჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას და როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია, რაღაც ქულების გამო ართმევენ 50-ლარიან დახმარებას ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს კონსტიტუცია, რომელსაც კობახიძე გვაჩეჩებს, ვერ პასუხობს. მონარქია მმართველობის წარსული ფორმაა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს არის დარჩენილი, ეს ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს არის არაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს. დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ, ამას ვერც მეფე უშველის, ვერც კონსტიტუციური მონარქი, ვერც აბსოლუტური მონარქი, ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი, რაც არ უნდა დაარქვათ სახელი. პრობლემა არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ასეთ რამეს ვერ და არ უნდა აკეთებდეს მთავრობა. თუ ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერს კითხავენ იმის გამო, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს, ახლა საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის. ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს”,-განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოში მონარქიის აღდგენის შესახებ მოსაზრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გამოთქვა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."