ზაზა ხუციშვილი ირწმუნება, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პარლამენტში საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებული საკითხი არ წამოიწევს

ზაზა ხუციშვილი ირწმუნება, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პარლამენტში საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებული საკითხი არ წამოიწევს

უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა ხუციშვილი ირწმუნება, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პარლამენტში საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებული საკითხი არ წამოიწევს.

როგორც ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამაზე საუბარი მომავალშიც შეიძლება, თუმცა ახლა აღნიშნულ საკითხს კონსტიტუციის განხილვასთან არავითარი შეხება არ აქვს.

"ეს საკითხი არ არის არც ერთ წელიწადში, არც უახლოეს მომავალში გადასაწყვეტი საკითხი. ამაზე შეიძლება მსჯელობა იყოს მომავალში და თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება ქართველი ხალხის ნება, გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება კიდევ ათწლეული დასჭირდეს ამ სისტემის დამკვიდრებას. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი წყვეტა იყო ამ მიმართულებით, მაგრამ ამ წყობას აქვს თავისი პლუსები და ალბათ იცით, რომ ორ უდიდეს ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში, გარდა ამისა ჩრდილო-დასავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის ეს წყობა და ძალიან მაღალი დემოკრატიული პრინციპებით გამოირჩევიან ეს ქვეყნები. ამაზე მომავალში შეიძლება, ახლა ამ კონსტიტუციის განხილვასთან ამას არავითარი შეხება არ აქვს და მერწმუნეთ, ამ 2 კვირის განმავლობაში ქუთაისში ეს საკითხი არ წამოიწევს", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."