"პატრიოტთა ალიანსი" რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

"პატრიოტთა ალიანსი" რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

"პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილი აქვს ქართველი ხალხის მოტყუებას, ვინაიდან მმართველი გუნდი ძალაში ტოვებს შერეულ საარჩევნო სისტემას.

"უმრავლესობა ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას და გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო სიატემაზე. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში. დღეს გაირკვა, რომ ძალაში რჩება შერეული საარჩევნო სისტემა. აპირებენ საარჩენო ბარიერის დაწევას და ამით გარკვეული პარტიების მოთაფვლას. ადგილი აქვს ქართველი ხალხის მოტყუებას. ეს არის გზა ხელისუფლების უზურპაციისკენ, ეს არის გზა მიხეილ სააკაშვილიზაციისკენ. თუ რვა წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს ეს სისტემა, დღეს რატომ განვიხილავდით მის შემოღებას?! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგგარეშე სხდომებში და ამ პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვაში. ქართველ ხალხს არსად ეჩქარება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."