"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის სხდომა დატოვა - ისინი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ

"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის სხდომა დატოვა - ისინი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ

ვტოვებთ დარბაზს და საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას ერთი პარტიის ხმებით, წყნარად მიიღოთ ის ცვლილებები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დებატების ბოლოს ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" აზრით, ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

"ამიტომ, ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, შეკითხვები, წინააღმდეგობა. ამის იქით გვრჩება მხოლოდ მეორე მეთოდი საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის - შემდგომ განხილვაში მონაწილეობის აღარ მიღება, რასაც "ევროპული საქართველო" აკეთებს. ამიტომ ვტოვებთ დარბაზს და უმრავლესობას საშუალებას მოგცემთ, ერთი პარტიის ხმებით ძალიან მშვიდად, წყნარად მიიღოთ ის ცვლილებები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია საქართველოში",- აღნიშნა ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."