გიგი უგულავა - პრემიერის დღევანდელი განცხადება იყო უკან დადევნებული ლამპარი

გიგი უგულავა - პრემიერის დღევანდელი განცხადება იყო უკან დადევნებული ლამპარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება იყო უკან დადევნებული ლამპარი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქართველოს პარლამენტი ახალი კონსტიტუციის პროექტს იხილავს, მთავრობის მეთაური მთავრობის სხდომაზე სხვა თემებზე კომენტარით არ უნდა იყოს დაკავებუული. შესაბამისად, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ დღის ბოლოს პრემიერის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყო მორალური პრესინგის შედეგი.

"გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება იყო უკან დადევნებული ლამპარი. მთელი დღე მიდიოდა მასზე, ასე ვთქვათ, მორალური პრესინგი სხვადასხვა მხრიდან. როდესაც პარლამენტი პრაქტიკულად ახალ კონსტიტუციას იღებს და მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სხდომას ატარებს და ამ საკითხთან შედარებით მფრინავ სპილოებზე საუბრობს, ბუნებრივია გაჩნდა ლეგიტიმური პრეტენზია, რომ მან თავის ცუდ ცვლილებებზე მაინც ილაპარაკოს და დაუჭიროს მხარი.

მაგრამ ჩვენ არანორმალური ვითარება გვაქვს ქვეყანაში, რეალური მართვის სიმძიმე არის ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც ხან მართავს და ხან არ მართავს. მთავრობის ქმედებებს თუ შევხედავთ, ყველაზე პირველი კრილოვის იგავ-არაკი გაგახსენდება, ყველა თავისკენ მიექაჩება", - განაცხადა გიგი უგულავამ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შეფასებისას.

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი კონსტიტუციის დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."