2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული - შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალ დებულებებში აისახა.

კერძოდ, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ძირითად ნაწილში ასახულია საპარლამენტო არჩევნების სრული პროპორციული სისტემით ჩატარება, რომელიც 2024 წლისთვის ამოქმედდება.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შედის ძალაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."